Friday, October 26, 2012

სასწავლო პროექტი "ღვინის კულტურა და ალკოჰოლიზმი"


  1. პროექტის სახელწოდება: "ღვინის კულტურა და ალკოჰოლიზმი"
  2. პროექტის მთავარი იდეა: გაეცნონ ღვინოსთან და მის მოხმარებასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებს,კულტურულ ნორმებს,ქართული სუფრის ტრადიციებს. გააცნობიერონ ალკოჰოლის ორგანიზმზე ზემოქმედების უარყოფითი შედეგებს.  
  3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან ღვინის კლულტურას, მევენახეობის როლს საქართველოში და გავრცელებილი ვაზის ჯიშებს, ღვინის როლს ქართულ სუფრაზე და ქართული სუფრის ტრადიციებს, ასევე ალკოჰოლის ხშირმა მოხმარებამ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანის ჯანმრთელობას.
  4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევა, ჩაერთვნენ საზოგადოებრივ საქმიანობაში, გააცნობიერონ ადამიანთან თანამშრომლობის აუცილებლობა, შეძლონ პრობლემის გადაჭრა, სხვადასხვა საგნებში მიღებული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება.
  5. მონაწილეთა ასაკი: 13-16 წელი
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 6 კვირა
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლე ქმნინს ნაშრომს და აკეთებს პრეზენტაციას თემაზე: ღვინის დამზადებაზე და მისი სარგებელისა და ზიანის შესახებ ადამიანთათვის.
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტო აპარატი, ინტერნეტი და კომპიუტერი. 
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ინფორმაციის შეგროვება, ინტერვიუს აღება, პლაკატების მომზადება,ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობები.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ბიოლოგია, ისტორია
  11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ზინაიდა ცხოვრებაძე
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: zinaidacxovrebadze@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:zinaidacxovrebadze.blogspot.com

























No comments:

Post a Comment